„დორტმუნდმა“ ვაიგლი „ბენფიკაში“ გაყიდა
„დორტმუნდმა“ ვაიგლი „ბენფიკაში“ გაყიდა

გერმანელი ნახევარმცველი იულიან ვაიგლი „დორტმუნდიდან“ „ბენფიკაში“ ოფიციალურად გადავიდა.

24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ორივე კლუბმა დაადასტურა. გერმანელს ელოდება სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც ის ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულების დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.

როგორც გაირკვა, ტრანსფერის თანხამ 20 მილიონი ევრო შეადგინა. კლუბის შეცვლის სურვილი თავად ფეხბურთელმა გამოთქვა, რომელსაც „დორტმუნდში“ მცირე სათამაშო დრო არ მოსწონდა.