„დორტმუნდმა“ უარი განაცხადა, ჯეიდონ სანჩო 98 მილიონ ევროდ გაეყიდა
„დორტმუნდმა“ უარი განაცხადა, ჯეიდონ სანჩო 98 მილიონ ევროდ გაეყიდა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გერმანულ კლუბს ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე მიმართა და „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობას 98 მილიონი ევრო შესთავაზა, – იუწყება Bild.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანულმა მხარემ ინგლისელებს უარი შეუთვალა და ახალაზრდა ვარსკვლავის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო მოითხოვა. ვარაუდობენ, რომ მანჩესტერელები „დორტმუნდს“ ახალი წინადადებით კვლავ მიმართავენ.

სანჩო დორტმუნდელების რიგებს 2017 წლის 30 ივნისს შეუერთდა და კონრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

ბუნდელიგის დასრულებულ სეზონში ჯეიდონ სანჩომ „დორტმუნდის“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 ბურთი და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.