„დორტმუნდმა“ ტექნიკურ სპონსორთან 300-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა
„დორტმუნდმა“ ტექნიკურ სპონსორთან 300-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

„დორტმუნდის“ ხელმძღვანელობა ახალ სპონსორულ კონტრაქტზე მოელაპარაკა გერმანულ კომპანია „პუმას“ (Puma). ეს ინფორმაცია „შპორტ ბილდმა“ (Sport Bild) გაავრცელა.

დაუდასტურებელი ცნობით, ახალი ხელშეკრულება გერმანულ კლუბს 300 მილიონ ევროს მოუტანს 10 წლის განმავლობაში. ეს იქნება „დორტმუნდის“ ისტორიაში უმსხვილესი გარიგება.

ახალი კონტრაქტი ძალაში 2020 წლის პირველი ივლისიდან შევა.

მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად, გერმანული კლუბი წელიწადში ცხრა მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 2018-19 წლების სეზონში „დორტმუნდმა“ მეორე ადგილი დაიკავა ბუნდესლიგაში – ერთი ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „ბაიერნს“.