„დორტმუნდმა“ სეზონში პირველი მატჩი წააგო
„დორტმუნდმა“ სეზონში პირველი მატჩი წააგო

შუა კვირას, ბუნდესლიგაში მე-16 ტური იმართება. ამ ტურში თავისი მატჩი სამშაბათს ჩაატარა ლიდერმა „დორტმუნდმა“, რომელმაც სტუმრად, აუთსაიდერ „ფორტუნასთან“ სენსაციურად წააგო.

დიუსელდორფელებმა 56-ე წუთისთვის ლუკებაკიოსა და ციმერის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. 81-ე წუთზე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა პაკო ალკასერმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტის გაკეთება „დორტმუნდმა“ ვერ შეძლო და 1:2 დამარცხდა.

ეს იყო დორტმუნდელთა პირველი წაგება ჩემპიონატში, რითაც ისარგებლა „გლადბახმა“, რომელმაც შინ 2:0 „ნიურნბერგს“ მოუგო და ლიდერთან სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირა. იგივეს გაკეთება შეუძლია „ბაიერნს“, რომელიც ოთხშაბათს შინ „ლაიპციგს“.