„დორტმუნდის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მთავარ მწვრთნელთან, ნიკო კოვაჩთან.
ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
53 წლის სპეციალისტმა „დორტმუნდი“ გასულ ზამთარში ჩაიბარა, როცა გუნდი ბუნდესლიგაში მე-11 ადგილზე იყო. საბოლოოდ, კოვაჩის ხელმძღვანელობით დორტმუნდელები მეოთხე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს.