„დორტმუნდმა“ იჯარით "რეალის“ 19 წლის ბრაზილიელი აიყვანა
„დორტმუნდმა“ იჯარით "რეალის“ 19 წლის ბრაზილიელი აიყვანა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი რეინიერი იჯარის წესით კარიერას „დორტმუნდში“ გააგრძელებს.

იტყობინებიან, რომ 19 წლის ბრაზილიელი გერმანულ გუნდში ორ სეზონს გაატარებს. საიჯარო ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

რეინიერი „რეალში“ 2019 წელს გადავიდა. ის მადრიდელთა მეორე გუნდში თამაშობდა, რომლის რიგებში სამი მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„რეალამდე“ ბრაზილიელი „ფლამენგოში“ თამაშობდა, რომლის რიგებშიც კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული გახდა.