„დორტმუნდმა" გამოაცხადა, რომ სანჩო გუნდში რჩება
„დორტმუნდმა" გამოაცხადა, რომ სანჩო გუნდში რჩება

„დორტმუნდის” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა განაცხადა, რომ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო კარიერას გერმანულ კლუბში გააგრძელებს.

„ჩვენ ვგეგმავთ სანჩოს დატოვებას 2020-21 წლების სეზონისთვის. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, ეს არის პასუხი ამ თემაზე არსებულ ყველა კითხვაზე. გასულ წელს, მისი ხელფასი მიღწევების შესაბამისად გავზარდეთ. სწორედ მაშინ გავაგრძელეთ მასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე”, – თქვა ცორკმა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ 20 წლის სანჩოთი აქტიურად ინტერესდებოდა „მანჩესტერ იუნაიტედი”. პრესა წერდა, რომ ტრანსფერი გარდაუვალი იყო.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ „დორტმუნდმა” ინგლისელი შეკრებაზე წაიყვანა.

გასულ სეზონში სანჩომ 44 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი პასი შეასრულა.