„დორტმუნდმა“ დონიელ მალენთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„დორტმუნდმა“ დონიელ მალენთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„ეინდჰოვენის“ ფორვარდი დონიელ მალენი ერთ ნაბიჯშია ბუნდესლიგაში გადაბარგებასთან

„დორტმუნდმა“ ნიდერლანდელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. მისი ხანგრძლივობა ხუთი წელი იქნება, – დაწერა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

დასრულებულ სეზონში მალენმა ყველა ტურნირში 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 27 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.