„დორტმუნდმა“ დაცვის ლიდერი სეზონის ბოლომდე დაკარგა #1TVSPORT

22:45, 07.04.2025

„დორტმუნდისა“ და გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი ნიკო შლოტერბეკი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. მისმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა თავისი წამყვანი ფეხბურთელის ტრავმა.

„ნიკოს არყოფნა ძალიან ძლიერი დარტყმაა ჩვენთვის. ის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია და გააოცა ყველა სეზონში სტაბილური გამოსვლით.

იმედი გვაქვს, რომ ის მალე გამოჯამრთელდება, აღდგენით პროცესში კი ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა „დორტმუნდის“ სპორტულა დირექტორმა სებასტიან კელმა.

შლოტერბეკმა მარცხენა მუხლის მენისკი გაიწყვიტა. ამ სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი