„დორტმუნდმა“ „ატალანტას“ ორი უპასუხო გოლი გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
„დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში შინ დაამარცხა „ატალანტა“ – 2:0. გერმანულმა კლუბმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა – ჯერ სერუ გირასიმ ჯულიან რიერსონის პასი გამოიყენა, შემდეგ გირასიმ თავად გაატანინა მაქსიმილიან ბაიერს.
აღსანიშნავია, რომ რიერსონს 2026 წელს გამართულ ცხრა მატჩში ცხრა შედეგიანი გადაცემა აქვს.
განმეორებითი შეხვედრა ბერგამოში 25 თებერვალს გაიმართება.