„დორტმუნდის" სტადიონი კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრი გახდება
„დორტმუნდის" სტადიონი კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრი გახდება

ბუნდესლიგის მეორე გუნდი „დორტმუნდი“ საკუთარ სტადიონს დათმობს კორონავირუსით დაავადებულთა დასახმარებლად, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგერდი.

ამისთვის „ბორუსია“ გამოყოფს „სიგნალ იდუნა პარკის“ ჩრდილოეთ ტრიბუნას. შაბათიდან მოყოლებული, იქ დაიწყება კორონავირუსით დაავადებულთა მოვლა. ცენტრი ყოველდღე იქნება ღია 12-დან 16 საათამდე.

„ჩვენი სტადიონი ქალაქის სიამაყეა და თავისი ტექნიკური აღჭურვილობით, ინფრასტრუქტურითა და სივრცით იდეალური ადგილია იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ინფიცირებულნი არიან კორონავირუსით ან ამ დაავადების სიმპტომები გააჩნიათ. ჩვენი ვალი და სურვილია გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია, რათა ამ ადამიანებმა დახმარება მიიღონ“, – განაცხადა „დორტმუნდის“ გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ.