„დორტმუნდის“ ძირითად შემადგენლობაში 16 წლის ფეხბურთელი ითამაშებს
„დორტმუნდის“ ძირითად შემადგენლობაში 16 წლის ფეხბურთელი ითამაშებს

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ბუნდესლიგაში ასპარეზობა 16 წლის ფეხბურთელებსაც შეეძლებათ, – იუწყება kicker.

გამოცემის ინფორმაციით, ასაკის შემცირების თხოვნით გერმანიის ფეხბურთის კავშირს „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობამ მიმართა.

დორტმუნდელებს სურთ, რომ მათი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხბურთის ვუნდერკინდმა იუსუფ მუკოკომ ითამაშოს.

ამ დრომდე, ბუნდესლიგაში თამაშის უფლება 18 წელს მიღწეულ ფეხბურთელებს ჰქონდათ.

იუსუფ მუკოკომ 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ფენომენალური შედეგი აჩვენა და 20 მატჩში 34 გოლი გაიტანა.