დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალგაზრდა გენიოსმა ერთ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა

16:28, 12.08.2019

დორტმუნდის „ბორუსიას“ მიერ აღზრდილმა ვუნდერკინდმა იუსუფა მუკოკომ 19-წლამდელთა შემადგენლობაში ჩატარებულ სადებიუტო მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.

დოტმუნდელთა 17-წლამდელებში ჩატარებულ ერთ სეზონში, გასულ წელს, 14 წლის ტალანტმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 50-ჯერ დალაშქრა მეტოქეების კარები. როგორც ჩანს, ახალგაზრდა გენიოსი რეკორდების დამყარებას მომავალშიც აპირებს.

მუკოკო 17 წლის 2021 წელს ხდება და სწორედ ამის შემდეგ ექნება უფლება, რომ ბუნდესლიგაში ითამაშოს.

მსგავსი