დორტმუნდის „ბორუსიამ“ შესაძლოა, 17 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს
დორტმუნდის „ბორუსიამ“ შესაძლოა, 17 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს

დორტმუნდის „ბორუსია“ ფრანგული „რენის“ 17 წლის ნახევარმცველით, ედუარდო კავამინგას შეძენით არის დაინტერესებული, – იუწყება Bild.

წყაროს ინფორმაციით, 17 წლის ფრანგი ფეხბურთელი 50 მილიონ ევროდ ფასდება და შესაძლოა, იგი უკვე ამ ზაფხულის „ბორუსიას“ რიგებში ვიხილოთ.

მიმდინარე სეზონში კავამინგამ საფრანგეთის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.