დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბუნდესლიგაში მე-800 გამარჯვება იზეიმა (ვიდეო)

20:24, 16.05.2020

ბუნდესლიგა პანდემიით გამოწვეული ორთვიანი პაზუზის შემდეგ განახლდა. ყველაზე უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩი დორტმუნდის „ბურუსიას“ და „შალკეს“ შეხვედრა გამოდგა.

„ბორუსიამ“ მეტოქეს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა და გერმანიის ჩემპიონატში მე-800 საიუბილეო მატჩი მოიგო.

შეხვედრა, რა თქმა უნდა, ცარიელ სტადიონზე, მაყურებლების გარეშე ჩატარდა.

დორტმუნდის „ბორუსია“ – „შალკე“ (4:0)

გოლები: 1:0 ჰალანდი (29), 2:0 გერეირუ (45), 3:0 ტ. აზარი (48), გერეირუ (63).

მსგავსი