დორტმუნდის „ბორუსია“ უკრაინას მედიკამენტებით დაეხმარა #1TVSPORT
დორტმუნდის „ბორუსია“ უკრაინას მედიკამენტებით დაეხმარა #1TVSPORT

უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მთელი მსოფლიო ეხმარება – მათ შორისაა გერმანული გრანდი დორტმუნდის „ბორუსია“.

კლუბის ფეხბურთელებმა, კლუბის თანამშრომლებმა და მისმა გულშემატკივრებმა უკრაინელების დასახმარებლად ფართომასშტაბიანი აქცია წამოიწყეს და თანხის შეგროვება დაიწყეს. გერმანულმა კლუბმა უკრაინაში ამ თანხით 160 ტონა მედიკამენტი შეიძინა და არასამთავრობო ორგანიზაცია Libereco-ს გაუგზავნა.

„ჩვენ მხოლოდ იმ ხალხის ნაწილს ვეხმარებით, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ – როგორც ემიგრაციაში, ასევე საკუთარ ქვეყანაში. დორტმუნდის „ბორუსია“ ამ კუთხით მუშაობს“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.