„დორტმუნდი“ შემოდგომის ჩემპიონი გახდა
„დორტმუნდი“ შემოდგომის ჩემპიონი გახდა

გერმანიის ბუნდესლიგაში გრძელდება „დორტმუნდის“ დომინირება. მე-15 ტურში ლიდერმა შინ 2-1მოუგო „ვერდერს“, და 39 ქულა დააგროვა. შესაბამისად, პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „დორტმუნდმა“ გაინაღდა ე. წ. „შემოდგომის ჩემპიონობა“.

ასეთი რამ კლუბის ისტორიაში სამჯერ მომხდარა – 1994/95, 1995/96 და 2010/11 წლების სეზონებში და სამივეჯერ „დორტმუნდი“ ქვეყნის ჩემპიონი ხდებოდა.
ბუნდესლიგის 15 ტურის შემდეგ, ლიდერის უახლოესი მდევრები არიან „გლადბახი“ და „ბაიერნი“, რომელთა ჩამორჩენა 9 ქულას შეადგენს.