„დორტმუნდი“ სებასტიან ალერის შესაცვლელად ჯოვანი სიმეონეს გაიფორმებს #1TVSPORT
„დორტმუნდი“ სებასტიან ალერის შესაცვლელად ჯოვანი სიმეონეს გაიფორმებს #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ვაჟი ჯოვანი სიმეონე, დიდი ალბათობით, კარიერას „დორტმუნდში“ გააგრძელებს.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, გერმანული კლუბი უსწრებს კონკურენტებს 27 წლის არგენტინელისთვის რბოლაში.

„დორტმუნდს“ ახალი ფორვარდი მას შემდეგ დასჭირდა, რაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს სებასტიან ალერს და ის გაურკვეველი ვადით გამოეთიშა ფეხბურთს. ამ კვირის ბოლოს, გერმანული კლუბის წარმომადგენლები იტალიაში გაემგზავრებიან გარიგების დასასრულებლად.

გასული სეზონი საუკეთესო იყო ჯოვანი სიმეონეს პროფესიულ კარიერაში – „ვერონას“ რიგებში მან 17 გოლი გაიტანა.