„დორტმუნდი“ „რენის“ 17 წლის ფეხბურთელით დაინტერესდა
„რენის“ ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა „დორტუმნდის“ სამიზნე ხდება. გერმანელები 17 წლის ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდებიან, – იუწყება Sport Bild.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რენის“ პერსპექტიული, არასრულწლოვანი ფეხბურთელით მადრიდის „რეალიც“ დაინტერესებულია.
მიმდინარე სეზონში კამავინგამ „რენის“ შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.