„დორტმუნდი“ მანჯუკიჩსა და ჯანში 30 მილიონს იხდის
„დორტმუნდი“ მანჯუკიჩსა და ჯანში 30 მილიონს იხდის

„დორტმუნდს“ გადაწყვეტილი აქვს ზამთარში შემადგენლობის გაძლიერება და აპირებს გუნდში ტურინის „იუვენტუსიდან“ ორი ფეხბურთელის გადაბირებას, – იტყობინება გაზეთი „ბილდი“.

ლაპარაკია ფორვარდ მარიო მანჯუკიჩზე და ნახევარმცველ ემრე ჯანზე, რომლებსაც იტალიის ჩემპიონის შემადგენლობაში ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ორივე ფეხურთელში „დორტმუნდი“ „იუვენტუსს“ 30 მილიონ ევროს სთავაზობს. ამასთან, ტურინში მიაჩნიათ, რომ 30 მილიონი მარტო ემრეს ფასია.

ამ სეზონში 33 წლის მანჯუკიჩს არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია „იუვენტუსის“ შემადგენლობაში, 25 წლის ჯანს კი სერია A-ში ხუთი მატჩი დაუგროვდა.