„დორტმუნდი“ ჯეიდონ სანჩოს სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვს
„დორტმუნდი“ ჯეიდონ სანჩოს სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვს

„დორტმუნდი“ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერში „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ 10 აგვისტომდე 120 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს, – Bild.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისურ მხარეს დიდი სურვილი აქვს, რომ დორტმუნდელთა ახალგაზრდა ვარსკვლავი გუნდში გადაიყვანოს, მაგრამ საყოველთაო ფინანსური კრიზისის ფონზე „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ 120 მლიონის გადახდა მნიშვნელოვან სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

2019/20 წლების სეზონში ჯეიდონ სანჩომ „დორტმუნდის“ შემადგენლობაში 20 ბურთი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.