„დორტმუნდი“ ჰაკიმ ზიეშის ყიდვას აპირებს #1TVSPORT
„დორტმუნდი“ ჰაკიმ ზიეშის ყიდვას აპირებს #1TVSPORT

„ჩელსის“ ნახევარმცველით ჰაკიმ ზიეშით „დორტმუნდია“ დაინტერესებული, – ამის შესახებ გაზეთმა „დეილი მირორმა“ დაწერა. ტრანსფერი, სავარაუდოდ, იანვარში შედგება.

მაროკოელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა „ჩელსიში“ თავისი მდგომარეობით და მზად არის ზამთარში დატოვოს გუნდი. ზიეშის სატრანსფერო ღირებულება 38 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.

დატოვე კომენტარი