„დორტმუნდი“ აუთსაიდერთან მატჩში (0:3-დან) გადარჩა 
„დორტმუნდი“ აუთსაიდერთან მატჩში (0:3-დან) გადარჩა 

„დორტმუნდმა“ გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტურის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე აუთსაიდერ „პადერბორნთან“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – შეხვედრა ანგარიშით 3:3 დასრულდა.

მატჩის პირველი ტაიმი სენსაციური გამოვიდა – სტუმრები შტრელი მამბას დუბლითა და ჰერით ჰოლტმანის გოლით შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მეორე ტაიმში „დორტმუნდმა“ შეძლო მატჩის გადარჩენა. პირველი ბურთი 47-ე წუთზე ჯეიდონ სანჩომ გაქვითა. 84-ე წუთამდე ანგარიში აღარ იცვლებოდა, მაგრამ დარჩენილ დროში აქსელ ვიტცელმა და მარკო როისმა კიდევ ორი გოლის გატანა შეძლეს.

ბუნდესლიგაში „დორტმუნდი“ 20 ქულით მეხუთე ადგილზეა. „პადერბორნი“ ხუთი ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება.