დონოვან მიჩელს კორონავირუსი აღმოაჩნდა
დონოვან მიჩელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ამერიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ „იუტას“ კიდევ ერთი კალათბურთელი დონოვან მიჩელი კორონა ვირუსით არის დაინფიცირებული.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, „ჯაზის“ ფრანგ ცენტრ რუდი გობერს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი გაურკვეველი დროით შეჩერდა.

ლიგის ხუთ გუნდს და ყველა ადამიანს, ვისაც გობერთან კონტაქტი ჰქონდა 14 დღიანი კარანტინი ელის. დონოვამ მიჩელი და რუდი გობერი „იუტაში“ თანაგუნდელები არიან.