დონოვან მიჩელი ჩატენვების კონკურსში მონაწილეობას წელს აღარ მიიღებს
დონოვან მიჩელი ჩატენვების კონკურსში მონაწილეობას წელს აღარ მიიღებს

დონოვან მიჩელს შარშან ნბა-ში ბრწყინვალე სადებიუტო წელი ჰქონდა. 22 წლის გამთამაშებელი მცირე მონაკვეთში „იუტა ჯაზის“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ახლა გუნდში მას განსაკუთრებული როლი ენიჭება.

დონოვანმა შარშანდელი „ყველა ვარსკვლავის“ ჩატენვების კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. მოპოვებული ტიტულის დაცვას წელს ახალგაზრდა კალათბურთელი აღარ შეეცდება. მიჩელი აცხადებს, რომ ძირითად და მთავარ მიზანს მხოლოდ გუნდის წარმატება და პლეი-ოფში მოხვედრა წარმოადგენს. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას თებერვალში შარლოტში გასამართ ჩატენვების კონკურსში მონაწილეობას.