დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კრამატორსკის სადგურზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 52 და დაშავდა 109 ადამიანი
დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კრამატორსკის სადგურზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 52 და დაშავდა 109 ადამიანი

კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა, დაშავებულია 109 ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა.

კირილენკომ ასევე ისაუბრა ოკუპანტების მიერ რეგიონის სხვა ქალაქების დაბომბვის შედეგებზეც.

„ავდეევკაში რუსებმა მოკლეს ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ოთხსულიანი ოჯახი. უგლედარში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. კრამატორსკში დაჭრილების გარდა, რეგიონში კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა – ორი ავდეევკაში, ერთი კრასნოხორივკაში და ერთი უგლედარში. მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია“, – განაცხადა კირილენკომ.