დონჩიჩისა და ლეონარდის დებიუტი - ჩემპიონის წაგება | NBA-ში წინასასეზონო მატჩები დაიწყო [ვიდეო]
დონჩიჩისა და ლეონარდის დებიუტი - ჩემპიონის წაგება | NBA-ში წინასასეზონო მატჩები დაიწყო [ვიდეო]

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში წინასასეზონო მატჩები დაიწყო. ახალ კლუბებში ლუკა დონჩიჩისა და კავაი ლეონარდი დებიუტი შედგა .
დონჩიჩმა „დალასს“ ჩინური „ბეიჯინგის“ წინააღმდეგ მატჩში 16 ქულა და 6 მოხსნა მოუტანა, ლეონარდმა კი „ტორონტოს“ მაისურით „პორტლენდის“ წინააღმდეგ 12 ქულა და 3 პასი დააგროვა.

ტორონტო-პორტლენდი 122:104
32:33, 32:24, 25:21, 33:26
ტ: ვალანჩუნასი (17+7 მოხსნა), ლაური (15), კ. ლეონარდი (12), ვანვლიტი (11), ბრაუნი (10).
პ: ლეონარდი (14), ლილარდი (12), ნურკიჩი (9+5 მოხსნა).

დალასი-ბეიჟინგი 116:63
21:18, 31:24, 29:14, 35:7
დ: დონჩიჩი (16+6 მოხსნა), სმიტი. (16+6 პასი), კლებერი (15+8 მოხსნა), ჯორდანი (9+8 მოხსნა).

გოლდენ სტეიტი-მინესოტა 110:114
36:37, 35:28, 21:29, 18:20
გ-ს: კარი (21), ტომპსონი (17), დურანტი (16), ბელი (10+7 მოხსნა), დერიქსონი (10).
მ: ტიგი (17), როუზი (16), ტოლივერი (15+5 მოხსნა), თაუნსი (12+6 მოხსნა), უიგინსი (11).

იუტა-პერტი 130:72
44:13, 31:21, 25:11, 30:27
ი: ალენი (19), ბერკსი (18+5 მოხსნა), გობერი (14+9 მოხსნა), კრაუდერი (13+6 მოხსნა), ბრედლი (12+9 მოხსნა), მიტჩელი (9).