დონჩიჩი NBA-ის ახალბედას პრიზის მთავარი ფავორიტია
NEW YORK, NY - JUNE 21: Luka Doncic is introduced before the 2018 NBA Draft at the Barclays Center on June 21, 2018 in the Brooklyn borough of New York City. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Mike Stobe/Getty Images)
„დალას მავერიქსის“ მცველი ლუკა დონჩიჩი 2018-19 წლების სეზონში საუკეთესო ახალბედას პრიზის მიღების მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა.
გამოკითხვა ტელეკომპანია ESPN-მა ჩაატარა და სლოვენიელმა მცველმა ხმების 58 პროცენტი მიიღო.

მეორე ფავორიტი 2018 წლის დრაფტის პირველი ნომერი, „ფინიქსის“ ცენტრი დეანდრე ეიტონია – მან ხმების 24 პროცენტი დააგროვა.
შემდეგ მოდის ჯარენ ჯექსონ-უმცროსი („მემფისი“) – 6 პროცენტი. კიდევ ოთხ მოთამაშეს – კოლინ სექსტონს („კლივლენდი“), მარვინ ბეგლის („საკრამენტო“), ვენდელ კარტერ-უმცროსსა („ჩიკაგო“) და კევინ ნოქსს („ნიუ იორკი“) სამ-სამი პროცენტი აქვთ.