დონჩიჩი „დალასში“ მძიმე ფორვარდი იქნება
დონჩიჩი „დალასში“ მძიმე ფორვარდი იქნება

„დალას მავერიქსის“ დებიუტანტი ლუკა დონჩიჩი 2018-19 წლების სეზონში მატჩებს სასტარტო ხუთეულში დაიწყებს. სლოვენიელი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ითამაშებს, – წერს ESPN-ის მიმომხილველი ტიმ მაკმანი. ცნობისთვის, 201 სანტიმეტრი სიმაღლის დონჩიჩი მადრიდის „რეალში“ შემტევი მცველის პოზიციაზე თამაშობდა.

გარდა ამისა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა დაადასტურა, რომ კლუბის ლეგენდა, 40 წლის ვეტერანი დირკ ნოვიცკი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება თამაშებში.

ახალ სეზონში „დალასის“ სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება: დენის სმიტი, უეს მეტიუზი, ჰარისონ ბარნსი, ლუკა დონჩიჩი და დეანდრე ჯორდანი.