დონჩიჩი და დეროზანი NBA-ის კვირის მოთამაშეები გახდნენ #1TVSPORT
დონჩიჩი და დეროზანი NBA-ის კვირის მოთამაშეები გახდნენ #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა „დალასის“ მცველი ლუკა დონჩიჩი. სამ შეხვედრაში, რომელთაგანაც „მავერიქსმა“ ორი მოიგო, სლოვენიელმა კალათბურთელმა საშუალოდ 43.0 ქულა, 10.3 მოხსნა და 8.3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. „კლიპერსთან“ ზედიზედ ორ შეხვედრაში დონჩიჩმა 51 (კარიერის რეკორდი) და 45 ქულა აიღო.

აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს „ჩიკაგოს“ ფორვარდო დემარ დეროზანი. გასულ კვირას მან ყველა მატჩში მინიმუმ 35 ქულა დააგროვა და მისი ეს სერია უკვე რვა მატჩს აღწევს. „ჩიკაგომ“ ოთხი შეხვედრა ჩაატარა და სამი მოიგო, დეროზანის საშუალო მონაგარი კი 36.8 ქულა (თამაშიდან სროლების სიზუსტე 59.8 პროცენტი, სამქულიანების – 42.9პ როცენტი) 5.5 მოხსნა და 4.8 შედეგიანი პასი იყო.