დონჩიჩი და ანტეტოკუნმპო „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის გამოკითხვას ლიდერობენ #1TVSPORT

23:00, 06.01.2026

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი და „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდი იანის ანტეტოკუნმპო ლიდერობენ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) „ყველა ვარსკვლავის“ მატჩზე ფანების გამოკითხვას.

დონჩიჩი სათავეში უდგას რეიტინგს დასავლეთ კონფერენციაში – სლოვენიელმა 2 229 811 ხმა მიიიღო. აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერმა ანტეტოკუნმპომ 2 092 284 ხმა დააგროვა.

„ყველა ვარსკვლავის მატჩზე“ შემადგენლობების დაკომპლექტებისას 50 პროცენტი წილი მოდის ფანების გამოკითხვაზე, 25-25 პროცენტი NBA-ს მოქმედ კალათბურთელებსა და პრესის წარმომადგენლებზე.

მსგავსი