დონარუმა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას დათანხმდა #1TVSPORT
EAST RUTHERFORD, NEW JERSEY – JULY 13: Gianluigi Donnarumma of Paris Saint-Germain reacts during the FIFA Club World Cup 2025 final match between Chelsea FC and Paris Saint-Germain at MetLife Stadium on July 13, 2025 in East Rutherford, New Jersey. (Photo by Etsuo Hara/Getty Images)
„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ გაავრცელა.
მისი ინფორმაციით, იტალიელი მეკარე უკვე დათანხმდა ხოსეპ გვარდიოლას გუნდში გადასვლას. „სიტიში“ დონარუმამ, შეიძლება, ედერსონის ადგილი დაიკავოს, რომელიც, პრესის ცნობით, ემზადება მანჩესტერული კლუბის დასატოვებლად.
გასულ სეზონში 25 წლის დონარუმამ 47 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაუშვა და 17-ჯერ შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი.