დონარუმა მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესშია
დონარუმა მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესშია

მილანის ახალგაზრდა იტალიელი გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა ოლე გუნარ სოლსკიაერის მანჩესტერ იუნაიტედის თვალთახედვის არეში მოხვდა. წითელ ეშმაკებს დონარუმა დავიდ დე ხეას შემცვლელად სურთ, – იუწყება „ფუტბოლ იტალია“.

კლუბის მენეჯმენტსა და დე ხეას წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, 28 წლის კარის დარაჯი ზაფხულში კლუბს დატოვებს.

დონარუმასთვის კიდევ ერთი ევროპული გრანდი – ფრანგული პარი სენ-ჟერმენი იბრძვის. აღნიშნული წყაროს ცნობით, პარიზელები მზად არიან 20 წლის გოლკიპერში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

იტალიელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში მილანის მაისურით 34 შეხვედრის ჩატარება შეძლო, საკუთარ კარში კი 31 გოლი მიიღო.