დონარუმა „ინტერში“ გადასვლას არ გამორიცხავს #1TVSPORT
დონარუმა „ინტერში“ გადასვლას არ გამორიცხავს #1TVSPORT

ჯანლუიჯი დონარუმას ჯერ არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ და, შესაძლოა, თავისი მშობლიური კლუბის „მილანის“ მთავარი მტრის „ინტერის“ შემადგენლობაში აღმოჩნდეს.

გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დონარუმას აგენტმა ენცო რაიოლამ განაცხადა, რომ იტალიელი მეკარის მთავარი პრიორიტეტია პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელება. მაგრამ პარიზულ კლუბში ბოლომდე დარწმუნებულნი არ არიან იტალიელის მომავალში, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი აქტიურად ინტერესდება „ლილის“ მეკარით ლუკ შევალიეთი. დონარუმა მზად არის დარჩეს პარიზში, მაგრამ მხოლოდ პირველი ნომრის სტატუსით.

ამ ფონზე გაზეთი Corriere della Sera იტყობინება, რომ მეკარე ღიაა „ინტერში“ შესაძლო გადასვლაზე. დონარუმა წინააღმდეგი არ არის დაბრუნდეს სამშობლოში და „ნერაძურიში“ შეუერთდეს მეკარეების მწვრთნელს ჯანლუკა სპინელის, რომელთანაც კარიერის ადრეულ ეტაპზე „მილანში“ თანამშრომლობდა.