დონალდ ტუსკი - უკრაინაში რეფორმების გაგრძელება რევოლუციის დროს გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის პატივისცემა იქნება
დონალდ ტუსკი - უკრაინაში რეფორმების გაგრძელება რევოლუციის დროს გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის პატივისცემა იქნება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინაში რეფორმების გაგრძელება რევოლუციის დროს გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის ყველაზე კარგი პატივისცემა იქნება. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა კიევში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი უკრაინაში მაიდანზე აქტივისტების მასობრივი მკვლელობის ხუთი წლისთავზე ჩავიდა.

„ვფიქრობ, პატივისცემის საუკეთესო ფორმა, რომელიც შესაძლოა, რევოლუციის მსხვერპლთა ხსოვნას მივაგოთ, არის ყველაფრის გაკეთება რეფორმების გაგრძელებისთვის, დემოკრატიის უკეთესი სტანდარტების შენებისკენ თქვენი ძალისხმევის გაგრძელება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე რეფორმებში პოროშენკოს პირად როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პეტრო პოროშენკოს მაღალი რეპუტაცია აქვს როგორც ბრიუსელში, ისე ევროკავშირის სხვა ქვეყნების დედაქალაქებში.

2014 წლის თებერვალში, ევრომაიდნის მოვლენების დროს კიევში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქართველები დავით ყიფიანი და ზურაბ ხურცია. უკრაინის ღირსების რევოლუციის დროს ყველაზე მეტი ადამიანი 2014 წლის 20 თებერვალს დაიღუპა.