დონალდ ტუსკი – ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ ცარიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ბევრი ადგილია

12:04, 22.03.2019

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბრექსიტის მკაცრი მომხრეების მისამართით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

პრესკონფერენციაზე დონალდ ტუსკს ჟურნალისტებმა მისი ძველი განცხადება გაახსენეს, სადაც ის ამბობდა , რომ ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ადგილია მათთვის, ვინც შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უჭერს მხარს.

ტუსკს ჟურნალისტებმა ეს განცხადება შეახსენეს და ჰკითხეს, ხომ არ არის საჭირო ჯოჯოხეთის გაფართოვება.

„ჩვენი პაპის ( რომის პაპი) მიხედვით, ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ ცარიელია. რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ჯერ კიდევ ბევრი ადგილია“,- განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მსგავსი