დონალდ ტუსკი - ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერისას ერთიანი იქნება
დონალდ ტუსკი - ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერისას ერთიანი იქნება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერისას ერთიანობას შეინარჩუნებს. ეს განცხადება დონალდ ტუსკმა ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

„ვგმობ რუსეთის მიერ ძალის გამოყენებას აზოვის ზღვაში. რუსეთმა უნდა დააბრუნოს სამშობლოში უკრაინელი სამხედროები, დააბრუნოს ხომალდები და თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, დღეს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და მხარდაჭრა გამოუცხადა.