დონალდ ტუსკი - ევროკავშირი ღიაა, მაგრამ არ არის დარწმუნებული ბრიტანეთის პრემიერის ბრექსიტის ახალ წინადადებებთან დაკავშირებით
დონალდ ტუსკი - ევროკავშირი ღიაა, მაგრამ არ არის დარწმუნებული ბრიტანეთის პრემიერის ბრექსიტის ახალ წინადადებებთან დაკავშირებით

ევროკავშირი ღიაა, მაგრამ არ არის დარწმუნებული ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბრექსიტის ახალ წინადადებებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცახადა. მისი თქმით, ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის ახალ გეგმასთან დაკავშირებით ბრიუსელი ირლანდიას სრულად უჭერს მხარს.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის ახალი გეგმა ე.წ. ირლანდიის ბექსთოფის ალტერნატივაა. „ბექსთოფი“ პირველადი შეთანხმების ნაწილია, რომელიც ევროკავშირისგან ბრექსიტის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიასთან საბაჟო კავშირის და საერთო ბაზრის ინტეგრაციის შენარჩუნებას ითვალისწინებს. ბორის ჯონსონის ახალი ინიციატივით კი, ბრექსიტის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის საერთო ბაზარში დარჩება, თუმცა საბაჟო კავშირი უნდა დატოვოს.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, ლეო ვარადკარის განცხადებით, ჯონსონის ახალი გეგმა მისაღებია, თუმცა რამდენიმე ასპექტი გარკვევას საჭიროებს. მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ ევროპელ დიპლომატებს უთხრა, რომ ბორის ჯონსონის გეგმასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აქვს არაერთი შეკითხვა.