დონალდ ტუსკი - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინიციატივები უნდა შემუშავდეს რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით
დონალდ ტუსკი - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინიციატივები უნდა შემუშავდეს რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინიციატივები უნდა შემუშავდეს რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სტრასბურგში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნება მიბოძეთ, შევეხო ჩვენი დემოკრატიების წინაშე არსებული საგარეო საფრთხეების საკითხს. ევროკავშირმა უმაღლეს კომისარსა და ევროკომისიას სთხოვა, დეკემბრისთვის წარადგინონ კონკრეტული შეთავაზებები ამ გამოწვევაზე. კერძოდ, რუსეთის დეზინფორმაციის მცდელობებზე, ევროკავშირის კოორდინირებული რეაგირების შესახებ, რაზეც ამჟამად მუშაობს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფი“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროკომისიამ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა 2018 წლის დეკემბრისთვის უნდა წარადგინოს.