დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი 25 ნოემბერს გაიმართება
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი 25 ნოემბერს გაიმართება

ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირის მორიგი სამიტი 25 ნოემბერს გაიმართება. განცხადება რამდენიმე წუთის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა გააკეთა.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ ბრექსიტი ორივე მხარისთვის წამგებიანია, უბრალოდ უფრო მეტი ზარალის თავიდან არიდების მიზნით, შეთანხმება აუცილებელია“,- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა .

ბრიტანეთი და ევროკავშირი ბრექსიტთან დაკავშირებით შეთანხმების პირობებზე ორი დღის წინ ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად შეთანხმდნენ.

ბრტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.