დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისა და დემოკრატიული პარტიის სხვა წევრებს მანკიერი და ბოროტი ადამიანები უწოდა
დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისა და დემოკრატიული პარტიის სხვა წევრებს მანკიერი და ბოროტი ადამიანები უწოდა

იმპიჩმენტის პროცედურის ჩავარდნის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატიული პარტიის წევრებს მკაცრად აკრიტიკებს. მან მანკიერ და ბოროტ ადამიანებად მოიხსენია წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და დემოკრატიული პარტიის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც იმპიჩმენტის პროცესს ხელმძღვანელობდნენ.

„ეს მანკიერი ხალხია. ადამ შიფი ბოროტია, ის საშინელი ადამიანია. ნენსი პელოსი საშინელი ადამიანია. მას ჩემთვის იმპიჩმენტის წაყენება დიდი ხანია, უნდოდა. როდესაც მან თქვა, რომ პრეზიდენტისთვის ლოცულობდა, ის არ ლოცულობდა. ის შესაძლოა, ლოცულობს, თუმცა საპირისპიროდ. თუმცა, ეჭვი მეპარება, საერთოდ ლოცულობდეს. ისინი საშინელი ხალხია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა ე.წ. კუდიანებზე ნადირობა, რომელიც ადმინისტრაციაში მისი მოსვლისთანავე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. დონალდ ტრამპის თქმით, მას და პირველ ლედის ბევრი ისეთი სირთულის გადალახვა მოუწიათ, როგორიც სხვა არც ერთი პრეზიდენტის წინაშე გამოწვევად არ დამდგარა.

დონალდ ტრამპმა ასევე მადლობა გადაუხადა მის თანამებრძოლებს იმპიჩმენტის პროცედურის განმავლობაში გაწეული ძალისხმევისთვის.