დონალდ ტრამპმა ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდია გაიწვია
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდია გაიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდია გაიწვია. მისი თქმით, ქალაქში სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება.

„მე ახლახან ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდიის გაწვევის ბრძანება გავეცი, რადგან ყველაფერი სრული კონტროლის ქვეშ არის. ისინი სახლებში ბრუნდებიან, თუმცა შეუძლიათ, მალევე დაბრუნდნენ, თუ ამის საჭიროება იქნება. გუშინ საპროტესტო აქციებზე იმაზე ნაკლები მონაწილე მოვიდა, ვიდრე ველოდით“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.