დონალდ ტრამპმა ტარიფების შესახებ წერილი კიდევ შვიდ ქვეყანას გაუგზავნა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მოლდოვის გარდა, ტარიფების შესახებ წერილი კიდევ შვიდ ქვეყანას გაუგზავნა. ესენი არიან: ფილიპინები, ბრუნეი, ალჟირი, ერაყი, ლიბია, შრი ლანკა და ბრაზილია.
ცნობილია, რომ 30-პროცენტიანი ტარიფები დაუწესდება ლიბიას, ერაყს, ალჟირსა და შრი ლანკას, 25-პროცენტიანი ტარიფი – ბრუნეის, 20-პროცენტიანი კი – ფილიპინებს. მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ საქონელზე 50-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება, რაც ასევე პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.
ტრამპმა ბრაზილიის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრაზილიაში ამერიკული პლატფორმების ცენზურა დაასახელა.