დონალდ ტრამპმა ტაიგერ ვუდსი თავისუფლების მედლით დააჯილდოვა
დონალდ ტრამპმა ტაიგერ ვუდსი თავისუფლების მედლით დააჯილდოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლეგენდარული ამერიკელი გოლფისტი ტაიგერ ვუდსი პრეზიდენტის თავისუფლების მედლით დააჯილდოვა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ცერემონია თეთრი სახლის ვარდისფერ ბაღში გაიმართა. დაჯილდოების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გოლფიტსმა 14 აპრილს „მასტერსის” ტურნირი მოიგო. მისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო „მასტერსზე“ ბოლო 14 წლის განმავლობაში.

ცერემონიას ესწრებოდნენ პრეზიდენტის მეუღლე მელანია ტრამპი და სპორტსმენის ოჯახის წევრები. ვუდსი პირველი გოლფისტი არ არის, რომელმაც ეს მედალი მიიღო. ადრე იგივე პატივი ერგოთ არნოლდ პალმერსა და ჯეკ ნიკლაუსს.

პრეზიდენტის თავისუფლების მედალი დაწესებულია აშშ-ის 33-ე პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის მიერ 1945 წელს. ჯილდოს გადასცემენ კულტურაში ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიღწევებისთვის.