დონალდ ტრამპმა მედიას ურჩია, შეწყვიტოს უსასრულო მტრობა
დონალდ ტრამპმა მედიას ურჩია, შეწყვიტოს უსასრულო მტრობა

დონალდ ტრამპი მედიას ურჩევს, უსასრულო მტრობა შეწყვიტოს და თავშეკავებული ტონი შეინარჩუნოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დემოკრატი პოლიტიკოსებისა და CNN-ისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნასთან დაკავშირებით კომენტარის დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპმა მედიასაშუალებებს მოუწოდა, შეწყვიტონ მუდმივად ნეგატიური, ხშირად ცრუ ამბების გავრცელება და თავდასხმები.

მანამდე ტელეკომპანია CNN-ის ხელმძღვანელმა, ჯეფ ზაკერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ბოლომდე ვერ აფასებს თავისი განცხადებების შედეგებს. ზაკერის თქმით, თეთრი სახლი ვერ აცნობიერებს მედიაზე თავდასხმის სერიოზულობას.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ CNN-ი და სხვა მედიასაშუალებები ყალბ ახალ ამბებს ავრცელებენ.