დონალდ ტრამპმა კრივში პირველი შავკანიანი ჩემპიონი შეიწყალა
დონალდ ტრამპმა კრივში პირველი შავკანიანი ჩემპიონი შეიწყალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა მოკრივე ჯეკ ჯონსონი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს პირველი შავკანიანი ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში, – იტყობინება CNN.

ჯონსონი 1913 წელს გაასამართლეს შტატებს შორის ქალების “ამორალური მიზნებისთვის” გადაყვანის გამო. მოკრივეს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის მიუხედავად, რომ მან ეს საქციელი ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე ჩაიდინა. მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ქალმა, რომელსაც მოკრივე 1909-10 წლებში ხვდებოდა.

ჯონსონი შვიდი წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. 1920 წელს, აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, მან სასჯელი მოიხადა. მოკრივე 1946 წელს გარდაიცვალა.

შეწყალების დოკუმენტზე ხელისმოწერას მსახიობი სილვესტერ სტალონე ესწრებოდა. როგორც ირკვევა, სწორედ მან მოუყვა ჯონსონის ისტორია პრეზიდენტს.