დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდება

21:48, 27.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდება.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სახელის ცვლილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში.

„ჩვენ ვაპირებთ ონტარიოს ტბის სახელის შეცვლას და დღეიდან, დაუყოვნებლივ, მას ამერიკის ტბა ეწოდება. ეს ცვლილება ძალაში შევა ახლა, როდესაც ხელს ვაწერ განკარგულებას. ჩვენ წარვადგინეთ ყველა საჭირო განაცხადი, დოკუმენტი და ყველაფერი დანარჩენი. შევატყობინეთ ყველა შესაბამის პირს, ვისი ინფორმირებაც აუცილებელი იყო. შესაბამისად, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო. ეს ოფიციალურია და დაუყოვნებლივ შედის ძალაში“, – განაცხადა ტრამპმა.

კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მსგავსი