დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას „ტიკტოკის“ აშშ-ის აქტივების გაყიდვის შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას „ტიკტოკის“ აშშ-ის აქტივების გაყიდვის შესახებ.
„ძალიან კარგი საუბარი მქონდა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან. ვისაუბრეთ „ტიკტოკზე“ და სხვა საკითხებზე, მაგრამ უფრო მეტად ვისაუბრეთ „ტიკტოკზე“ და ამ გარიგების უფლება მოგვცა“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ ოფისში.
როგორც „სიენენი“ წერს, ეს აღმასრულებელი ბრძანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საბოლოო გაყიდვისკენ, თუმცა პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. გარიგება მაინც საჭიროებს ორივე ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების თანხმობას. ასევე, რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, მაგალითად, იქნება თუ არა საჭირო აშშ-ის მომხმარებლებისთვის ცალკე აპლიკაციის ჩამოტვირთვა.