დონალდ ტრამპმა ჯონ კოული ბელარუსში სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯონ კოული ბელარუსში სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სიხარულით გაცნობებთ, რომ ჯონ კოული, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ შესანიშნავ იურისტად არის ცნობილი და რომლის გამარჯვებებს შორის იყო თამბაქოსთან დაკავშირებულ საქმეში პირველი მნიშვნელოვანი მოგება, ბელარუსში შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენლად არის წარდგენილი. მან უკვე წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოა 100 მძევლის გათავისუფლებაზე და კიდევ 50-ის გათავისუფლებას გეგმავს. წინასწარ მინდა, მადლობა გადავუხადო ბელარუსის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ამ ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მისი ყურადღებისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, 11 სექტემბერს დონალდ ტრამპის მოთხოვნით, ბელარუსის ციხეებიდან გაათავისუფლეს 52 პატიმარი. მოლაპარაკებების დროს კი დელეგაციას სწორედ კოული ხელმძღვანელობდა. ამასთან, აშშ-მა გააუქმა სანქციები ბელარუსის ავიაკომპანია „ბელავიას“ მიმართ.