NBA-ს გამოხმაურება ლებრონ ჯეიმსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებაზე
NBA-ს გამოხმაურება ლებრონ ჯეიმსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტს ეროვნული საკალათბურთო სამყარო გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა CNN-ში ლებრონ ჯეიმსის ინტერვიუს უყურა და შემდეგ “ტვიტერში” დაწერა:

„ახლა, ლებრონ ჯეიმსისგან ინტერვიუს იღებდა ყველაზე სულელი ადამიანი ტელევიზიაში – დონ ლემონი. მან ის მოახერხა, რომ ლებრონი ჭკვიანი გამოჩნდა, ეს კი არც ისე იოლია. მე მაიკლი მირჩევნია”.

NBA-ის რეაქცია სავსებით ლოგიკური და პროგნოზირებადი იყო.

ბილ სიმონსი (ESPN-ის მიმომხილველი): „ლებრონი – ძალიან ჭკვიანი ბიჭია (და ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე). ეს არის იდიოტური ტვიტი, რომელიც რასიმზს გვახსენებს. შენ მუდმივად თავს ირცხვენ“.

მაიკლ ჯორდანი: „მხარს ვუჭერ ლებრონს. ის მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს საზოგადოებისთვის“.

სტეფ კარი („გოლდენ სტეიტი“): „ასევე გააგრძელე, ლებრონ“.

ენტონი ტოლივერი („მინესოტა“): „ჩვეულებრივ, არ ვრეაგირებ მთელს ამ სისულელეზე, რომელსაც ეს ადამიანი წერს, მაგრამ ეს არის შეტევა NBA-ის საძმოზე. რა სირცხვილია!“

კარლ-ენტონი თაუნსი („მინესოტა“): „მოდით, რაღაც გავარკვიოთ. ქალაქი ფლინტი, მიჩიგანის შტატი. იქ ისევ არ არის სუფთა წყალი, მაგრამ შენ ნერვიულობ ინტერვიუს გამო, ნერვიულობ ადამიანისთვის, რომელსაც თავის წვლილი შეაქვს მშობლიური ქალაქის ბავშვების განათლებისთვის. ხმა ჩაიგდე! კმარა „ტვიტერზე“ დროის გატარება და გააკეთე რაღაც ქვეყნისთვის“.

ბრედლი ბილი („ვაშინგტონი“): „დავიღალე შენგან“.

ჰარისონ ბარნსი („დალასი“): „ჩვენი პრეზიდენტი ისევ ესხმის თავს სიდიადეს და შავკანიანებს და აღარ გვიტოვებს იმის იმედს, რომ ოდესმე ზრდილობას უხმობს“.

ჯარედ დადლი („ბრუკლინი“): „ის უნდა წავიდეს“.

ნიკ იანგი (NBA-ის ჩემპიონი): „ერთხელ ლებრონი პრეზიდენტი გახდება“.

დონოვან მიტჩელი („იუტა“): „როცა ადამიანი სხვებს თავს ესხმის, რათა თვითონ იყოს კარგად – ეს საკუთარ თავში არადამაჯერებლობაზე მეტყველებს. ვწუხვარ, რომ ბავშვები ამ იდიოტურ ტვიტებს კითხულობენ და იმ აზრით იზრდებიან, რომ ასეთი ქცევა ნორმალურია. დონალდ, ცუდ მაგალითს აძლევ ბავშვებს“.

ადამ სილვერი (NBA-ის კომისარი): „ლებრონი – ერთ-ერთი უდიადესი მოთამაშეა NBA-ში და ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი მსოფლიოში. ის წარმატებით ხელმძღვანელობს მედია-კომპანიას. აფინანსებს უნივერსიტეტებში ასობით სტუდენტის სწავლებას და სულ ახლახანს გახსნა სკოლა აკრონში, სადაც ღარიბი ოჯახებიდან გამოსული ბავშვებს უნაზღაურებს სწავლის, კვებისა და ტრანსპორტის ხარჯებს. აღფრთოვანებული ვარ მისი ჭკუით და მისი შორსმჭვრეტობის ბიზნესში“.

ჯინი ბასი („ლეიკერსის“ პრეზიდენტი): „ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ლებრონი „ლეიკერსის“ ოჯახის ნაწილი გახდა. ის მეტად ბრძენი და გონიერი ლიდერია, რომელიც აფასებს იმ გავლენას, რასაც მას სპორტი აძლევს და ცდილობს გამოიყენოს ის, რათა გააერთიანოს ყველა და აქციოს სამყარო უფრო უკეთესი“.